ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

16/05/2016

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, მენო შნელს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0