ნოდარ კერესელიძე კანადის ელჩს და კანადის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

06/02/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე კანადის ელჩს (რეზიდენციით თურქეთი, ანკარა) კრისტოფერ კუტერს და კანადის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მეღორეობისა და მესაქონლეობის კუთხით ჯიშობრივი გაუმჯობესების საკითხებს. ასევე, კანადის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს.
როგორც ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო ისევე როგორც კანადა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) აქტიური წევრია და ღვინით ვაჭრობის გამარტივების კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობს. 2014-2015 წლებში საქართველო აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა იყო, რა პერიოდშიც წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივების ხელშემწყობი არაერთი დოკუმენტი შემუშავდა.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის შესახებ და საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0