ნოდარ დუმბაძის 94-ე წლისთავი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა, რომლებსაც ესწრებოდნენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები.
ყვავილებით შეამკეს ნოდარ დუმბაძის ბიუსტი;
სოფელ ხიდისთავში საფუძველი ჩაეყარა ნოდარ
დუმბაძის სახელობის პირველ მუნიციპალურ საფეხბურთო ტურნირს;
ღონისძიება ჩატარდა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.
ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო მუსიკალური პერფორმანსი „ხაზარულა“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია).
ნოდარ დუმბაძის 94-ე წლისთავი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

15/07/2022