გუშინ ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ფესტივალის დამფუძნებლები – საქართველოს კულტურის სამინისტრო, ოზურგეთის თეატრი და ოზურგეთის მერია. იდეის ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მერი ბეგი სიორიძე, დიდი მაესტრო გიზო ჟორდანია, თეატრისა და ფესტივალის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე, დასის გამგე და ფესტივალის კოორდინატორი ირაკლი ვადაჭკორია ჟურნალისტებს შეხვდნენ.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მაყურებელმა იხილა სპექტაკლ „ბოშების“ პრემიერა, რომლის სცენური ვერსია და რეჟისურა გიზო ჟორდანიას ეკუთვნის.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან გურიის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი და მათ შორის ლანჩხუთი.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი იწყება
04/07/2016