ნინო წილოსანი სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

25/04/2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გზებზე. მოსწავლეებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს.

„ბავშვებთან უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ. დღევანდელ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა. ძალიან კარგი და საინტერესო ერთობლივი შეხვედრა გამოგვივიდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0