საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საქველმოქმედო აქცია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას
(ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება
22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ( სომხურ ენაზეც) მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, ქალაქ ნინოწმინდიაში და ნინოწმინდის სოფლებში მოქმედი სასურსათო მაღაზიების მეშვეობით. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი. კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული 1500 ცალი ჩანთა სასურსათო მაღაზიებისთვის გადაცემა მერის თანამშრომლის -არტურ არზუმანიანისა და მოხალისეების მიერ კვირის განმავლობაში ხორციელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საქველმოქმედო აქცია
18/05/2020