ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ტრადიციულად “ტერიანობა” აღნიშნეს

22/07/2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ტრადიციულად “ტერიანობა” იზეიმეს. დღესასწაული, როგორც ყოველთვის ეძღვნებოდა ცნობილ სომეხ პოეტს ვაჰან ტერიანს. მეგობრული განწყობით სავსე ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოსა და სომხეთის “მწერალთა კავშირის” წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები და მწერლები ესწრებოდნენ, ღონისძიებაზე იმყოფებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ქალბატონი ანი მოსოიანი, რომლებმაც მოინახულეს ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი, შეასრულეს წმინდა კარაპეტის ეკლესიაში წირვა-ლოცვა და იხილეს ძალიან სახალისო და მრავალფეროვნებით გაფორმებული კონცერტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0