ნინოწმინდის გამგებლი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა

30/03/2016

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლი გაგიკ კარსლიან მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სოფლების – ფოკისა და განძის მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება, უზუსტობას შეიცავს, რადგან სოფელ განძაში გაზი რამდენიმე წლის წინათ შეიყვანეს და ის უკვე სრულად არის გაზიფიცირებული. გამგებელი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრი გარკვეული სტრუქტურების მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი, რადგან მას სავარაუდოდ, არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს და სოფელ ფოკაში, სადაც დაახლოებით 370-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. გამგებელის თქმით ფოკასთან ერთად ასევე გაზი არ არის შეყვანილი განძასთან ახლოს მდებარე სოფელ საღამოში და არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრს განძის ნაცვლად აღნიშნული დასახლებული პუნქტი ჰქონოდა მხედველობაში.
“მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფოკისა და განძის სრული გაზიფიცირება და საქართველოს პრემიერ – მინისტრის სიტყვებით ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობისა და ჩვენი დეპუტატის – ენზელ მკოიანის ამ ინიციატივას, ასევე სახნავ ბარათებსა და სტატისტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ დავალებებს”- განაცხადა გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0