ნინოწმინდაში, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს

09/05/2018

ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, მერიის თანამშრომლები – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავმჯდომარე – სუმბატ კიურეღიანი – დეპუტატებსა და თანამშრომლებთან ერთად, სტუმრები და ქალაქის მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს შეხვდნენ და ნინიოწმინდის მოსახლეობასა და მოსწავლე – ახალგაზრდობასთან ერთად გვირგვინით შეამკეს ქ. ნინოწმინდის პარკში მდებარე ომში დაღუპულთა ჯარისკაცის ძეგლი.
საზეიმო ღონისძიება გაიხსნა მერიის კულტურის სამსახურის უფროსი – ჟორა სნხჩიანი. შემდეგ გაიმართა კონცერტი ნინოწმინდის კულტურის ცენტრის, სოფლების მხატვრული ანსამბლებისა და ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიება გაგრძელდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0