ნინოწმინდაში დღეს სომეხთა გენოციდის 104 წლისთავი აღნიშნეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდა – ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა, ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ – სუმბატ კიურეღიანმა, სტუმრებმა მსხვერპლთა წმინდა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მარადიულობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ასევე მერის მოადგილეებმა, ალექსანდრე მიქელაძემ და არტავაზდ ტონოიანმა, საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, დეპუტატებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მანამდე კი, ქ. ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა.
ნინოწმინდაში დღეს სომეხთა გენოციდის 104 წლისთავი აღნიშნეს

24/04/2019