ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

23/04/2018

ზუგდიდიში დადიანების ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია. მიმდინარე სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს. დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა. მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა დროულ რეაბილიტაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0