ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე სახალისო ფეხბურთის ღია კარის გაკვეთილებს დაესწრო

26/06/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე სახალისო ფეხბურთის ღია კარის გაკვეთილებს დაესწრნენ და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი ევროპის სახელმწიფოებში დანიის სამეფოს ორგანიზებით ტარდება და მასში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონში წელს მხოლოდ დედოფლისწყაროში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0