ნიკოლოზ ჯანიაშვილი ახალგაზრდობის სახლის საზეიმო გახსნას დაესწრო

14/02/2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ახალგაზრდობის სახლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ENPARD-2 -ის ერთობლივი სოციალური პროექტის (PROCEED) ფარგლებში ქ. დედოფლისწყაროს ცენტრში გარემონტდა და თანამედროვე, უახლოესი ინვენტარით აღიჭურვა ოთახი, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები დღეიდან სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას შეძლებენ. ახალგაზრდული სახლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა . დაწესებულებაში აქტივობის განხორციელება მუნიციპალიტეტის 15-დან 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0