ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

26/06/2017

საქართველოს კულურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კომპოზიტორსა და დირიჟორს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდებას.

ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი დაეხმარება იუნისეფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვას. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდს და კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

ნიკოლოზ რაჭველი არის კომპოზიტორი და დირიჟორი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. იგი არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0