ეკა ბესელიას განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კარიერა ქართველმა ხალხმა ქვეყნის შიგნით უკვე დაასრულა, ახლა ეს ეს პროცესი საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს.
„არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე კრისტინა მუტონენი იქნა არჩეული. გიგი წერეთელმა ამ პოსტზე ასარჩევად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, მისი კანდიდატურისადმი ნდობის გამოცხადება, არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასაც უჭირს. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კარიერა ქართველმა ხალხმა ქვეყნის შიგნით უკვე დაასრულა, ახლა ეს ეს პროცესი საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს.
ვიცით, რომ გიგი წერეთლის არჩევას რუსეთის დელეგაციაც მხარს უჭერდა და საყურადღებოა, რომ ეს მხარდაჭერაც არ აღმოჩნდა საკმარისი მის ასარჩევად“ – განაცხადა ბესელიამ.