ნაციონალებმა” მრავალი სტრატეგიული ობიექტი, ჰესებიდან დაწყებული ყველაფერი რუსებს ჩაუგდეს ხელში, მათ მიერ გამართულ აქციაზე ერთი მუჭა ხალხი, 300 კაცი მოგროვდება და დაიშლება” , – ასე ეხმაურება მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი prof-news-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 6 მარტს დაანონსებულ აქციას „არა გაზპრომს”.
პარტიის ორგანიზებით, აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მათი პროტესტი „გაზპრომის” მიმართ მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.
„კახა ბენდუქიძე მაგათში ყველაზე ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ მოისმინინეთ მისი და მერაბიშვილის მოსაზრება, როცა ყველაფერი გაასხვისეს, „ფულს სუნი არ აქვსო” და „რუსულ ინვესტიციებს მივესალმებითო”, ეს ორი გამოსვლა ნახონ…
„ნაციონალური მოძრაობას” მე დიდი ხანია პოლიტიკურ ძალად აღარ აღვიქვამ. არ არსებობს დანაშაული, ცალ-ცალკე და ჯგუფურად ჩადენილი არ ჰქონდეთ… (პასუხისმგებელი ვარ ყველა სიტყვაზე).
„ნაციონალური მოძრაობა” ოცნებობს, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს, რაც შეიძლება მეტი უკმაყოფილო ხალხი გამოვიდეს. ცდილობენ, იქნებ როგორმე ხალხმა კიდევ გაიხედოს მათკენ, ხალხის აბუნტება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება! „ნაციონალები” რომ „ოცნების” მიმართ კრიტიკას გამოთქვამენ და ხალხში ნაწილობრივ, იმიჯს უფუჭებენ, მაგათ წისქვილზე წყალს არ ასხამს. ეს ხმები სულ სხვა ძალებს ემატება, რაც „ნაციონალებს” სანანებლად გაუხდებათ, დარწმუნებული ვარ. „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა. „ნაციონალური მოძრაობიდან” წასული თითოეული ადამიანი შემდეგ რა კომენტარებს აკეთებს, ხედავთ… დაწყებული ძმები გაბაშვილების საუბრიდან… ანდრო ბარნოვი პარტიიდან წავიდა თუ არა, სააკაშვილმა ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა. მისთვის განსხვავებული აზრის ადამიანი არის აბსოლუტურად მიუღებელი. „ნაციონალური მოძრაობა”, იცით, როგორი ძალაა, თავისივე გუნდში ერთმანეთს თვალებში რომ ვეღარ უყურებენ. ძალიან არ მსიამოვნებს, რაზეც ვსაუბრობ, კარგად ხედავთ, რომ პოლიტიკურად არსად გავრეულვარ, არც „ოცნების” რიგებში და არსად არაფერში მონაწილეობა მიმიღია, პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობაში” პიროვნულად უფრო მეტ ადამიანს ვიცნობ, ვიდრე „ოცნებაში” , მაგრამ რასაც ვხედავ, ამაზე თვალები როგორ უნდა დავხუჭო ” , – აცხადებს ხუციშვილი.