მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
,,ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს საპატრულო პოლიციასთან. თავისუფალი ზონა, ნაცები და ზონდერები თავს ესხმიან სასამართლო დარბაზში იმ ხალხს რომლებსაც 9 წელი სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა. შედეგად კი იმ ხალხს აკავებთ და აპატიმრებთ, რომლებიც ნაცების პირსისხლიან დიქტატურას უპირისპირდებოდა. პატივცემულო პოლიციელებო !!! შემთხვევით დრო ხომ არ აგერიათ??? მგონი თქვენ 2007 წლის 7 ნოემბერი გგონიათ, არადა 2016 წლის 6 აპრილია. თუ სასწრაფოდ არ გაიწმინდა ძალოვანი სტრუქტურები ნაცების ჩანერგილებისგან, მაშინ “თბილისური მაიდანი” გარდაუვალი იქნება !!!!!!!!!
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს!!!! მოგიწოდებთ სასწრაფო წესით გამოიძიოთ და სამაგალითოდ დასაჯოთ ის პოლიციელები, რომლებიც დღეს საქალაქო სასამართლოში გვერდით ედგნენ და იცავდნენ თავისუფალი ზონის, ნაცების და ზონდერების ინტერესებს !!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.