ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამეგებელი ედიშერ თოლორაია ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს ჭაბურღილის მოწყობის წინა მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო და ადგილობრივებს გაესაუბრა.
მუნიციპალიტეტის გამგებლმა სოფლის წარმომადგნლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორ თვეში სოფელს საბოლოოდ მოუგვარდება წყლის მომარაგების პრობლემა და სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ.
მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას ნაცატუს მოსახლეობამ პრობლემის მოგვარებისთვის მადლობა გადაუხადეს. სოფელი წყლის პრობლემას 25 წელია განიცდის. ჭაბურღილის მოწყობის შემდეგ 89 ოჯახი წყალს ინტენსიურად მიიღებს.
ნაცატუში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი სრული დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 302 000 ლარს შეადგენს.
ნაცატუში წყალმომარაგების პროექის შესრულება დაიწყო
26/04/2016