საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.
ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან
07/07/2016