საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰანკინე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილოვა. ლელა ჩიქოვანმა ბელგიელ მრჩეველს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ ჰანკინეს როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ბელგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მოერმანი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ასევე 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.
დაჯილდოების ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დაესწრნენ.
ნატოს წარმომადგენელი საქართველოში წარმატებული მისიისთვის დაჯილდოვდა
19/10/2016