ნატანების თემში, სოფელ ლეკურაში რკინა – ბეტონის გზები დაიგო. ლეკურაში ბეტონის გხზები სამ რთულ საგზაო მონკვეთზე მოეწყო. 90 , 40 , 50 და 130 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის – ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ირაკლი გაგუა დაესწრო.
ახლო მომავალში ლეკურაში კიდევ 250 მეტრი სიგრძის გზაზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა. შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 83 312 ლარს შეადგენს.
დასრულებულია, ბეტონის გზების მოწყობა სოფელ კონჭკათში. მე-6 და მე-9 უბანში მოეწყო 125 და 100 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ჯამური ღირებულებით – 29 010 ლარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „უნივერსალი“ ახორციელებს.
ნატანებსა და კონჭკათში ბეტონის გზები დაიგო
04/08/2016