2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნასოფლარ ბალახაურში დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.
ეკლესია მდებარეობს ხრამის ხეობის მარცხენა მხარეს, სოფელ კოსალარის მოპირდაპირედ,ეკლესიის ირგვლივ არსებული სასაფლაოს ქვები აქ ცხოვრების მრავალ საუკუნოვან პერიოდს უნდა მოიცავდეს. რომელიც, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ხეობის ისტორიისათვის.ისტორიულ წყაროებში ამ ხეობის ირგვლივ არანაირი ცნობა არ მოიპოვება, არსებობს ვახუშტი ბატონიშილის მიერ შედგენლ რუკაზე ამ ხეობის 27 დასახლებული სოფლის ჩამონათვალი. მათ შორის ბალახაური. ბალახაურის ეკლესიის ფასადებს გადაკეთების კვალი არ ეტყობა. მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით უნდა ეკუთვნოდეს გარდამავლი ხანის ძეგლთა სიას.
ეკლესიის მდგომარეობა კრიტიკული იყო ეკალბარდებითა და ძეძვებით გარშემორტყმულ ტაძარს,ჩამოქცეული ჰქონდა სახურავი,მორყეული იყო ქვები, დაშლილი იყო დუღაბი.
2017 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად:გაიწმინდა შიდა სივრცე და დაზუსტდა რელიეფის დონე, ;გაიწმინდა სახურავი მიწისაგან და მცენარეებისაგან; გადაეწყო ფასადებიდან დაძრული საპირე ქვები;აღდგა ჩამონგრეული კედლები უხეშად დამუშვებული ბაზალტის ქვით, არსებული წყობის მიხედვით, კირის ხსნარზე;მოეწყო დარბაზის საბჯენი თაღი თლილი ბაზალტის ქვით, შემორჩენილი იმპოსტების მიხედვით;კამარის ქარგილების დადგმის შემდეგ მოხდა კამარის გადაყვანა კირ-დუღაბის ხსნარით;აღდგა კონქის დაზიანებული უბნები;გადაილესა კონქისა და კამარის ზედაპირი;მოეწყო თუნუქის საბურავი ლორფინის იმიტაციით;მოეწყო იატაკი დახერხილი ბაზალტის ფილებით; მოეწყო: ამბიონი და საკურთხევლის საფეხურის შუბლი მასიური ქვისაგან; მოეწყო ტრაპეზის ქვა;ჩაისვა რკინის კარი და სარკმლები.
შემსრულებელი: შპს “ბიჯი+”
არქ.რესტავრატორი: ქ.ჩიხაძე
პროექტის ავტორი: დ.უგრეხელიძე
ნასოფლარ ბალახაურში დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
04/09/2017