ნამდვილად შთამბეჭდავი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა რუსთავში

22/11/2023

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა, 2022-2023 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინეს.

„2 წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის“ ამ შინაარსის იყო პრეზენტაცია, რომელიც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, სოციალური პროგრამებით, მუნიციპალური სერვისების წარმატებული რეფორმებით და რეფორმებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებით დატვირთული ორი წლის შედეგებს ასახავდა, რომელთა განხორციელებაც რუსთავის მერიის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოხდა. პრეზენტაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, რუსთავის მოსახლეობა, კერძო ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ნამდვილად შთამბეჭდავი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა რუსთავში, პრემიერ-მინისტრის პროგრამის -“განახლებული რეგიონების” ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 127 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები დაფინანსდა რომელთა ნაწილიც დასრულებულია, ნაწილი კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, დაწყებულია სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მადლობას ვუხდი რუსთავის მერს და მის გუნდს იმ შედეგისთვის, რაც ამ ორ წელიწადში მოუტანეს რუსთავს”-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0