საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისელებს ტრადიციულ დღესასწაულს – გვირილობას ულოცავს. ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფება, სადაც დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო.
„ვულოცავ ქუთათურებს დღევანდელ დღეს, გვირილობის დღეს. ნამდვილად საზეიმო განწყობაა დღეს ქალაქში და მიხარია, რომ ვარ ამ ზეიმის მონაწილე. ნამდვილად განსაკუთრებულად ლამაზია მაისი ქუთაისში. მინდა, ყველა ქუთათურს მივულოცო დღევანდელი დღე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.