ნათლად გავაჟღერეთ, რომ პროგრესი არის ჩვენი არჩევანი

26/06/2016

საქმეები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დაიწყო, მაქსიმალურად შედეგიანად გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განუცხადა.

„ჩვენ დღეს ნათლად გავაჟღერეთ, რომ პროგრესი არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ, ახალგაზრდები აუცილებლად მივაღწევთ ამ გამარჯვებას“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0