ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შეხვდა

05/02/2020

ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ერთობლივი კვლევის შემუშავება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობას შეეხება. ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ისრაელის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ამდენად, მოლაპარაკებების დროულად დაწყება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0