„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიის დელეგაციებს შეხვდა.
ფონდში გამართულ გაცნობითი სახის შეხვედრას ბრიტანული მხრიდან ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე წამყვანი კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოს ბიზნეს პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები გააცნო. ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა განსაკუთრებული დაინტერესება ქვეყნის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართ გამოთქვეს.
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა და ბრიტანული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა შესაძლო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ნათია თურნავა, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიის დელეგაციებს შეხვდა
27/10/2017