ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033
ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ: https://bit.ly/2YuYjB8
ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება
30/07/2019