მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან ერთად დუშეთის, მცხეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერებთან და მათ მოადგილეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. გუბერნატორმა, უშუალოდ მერებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებს.
“ჩვენი მიზანია ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში დავასრულოთ”-,განაცხადა შალვა კერესელიძემ მერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.