მხარის გუბერნატორმა დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლები მოინახულა

17/11/2018

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა შეფერხებულია. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულა და მათ საკვები პროდუქტები ჩაუტანა.
გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, ჟინვალისა და მლეთის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოკოლონაა გაჩერებული, ნაგვის ურნები და ბიო-ტუალეტები დამონტაჟდა. მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯვრის უღელტეხილზე გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0