მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

22/04/2019

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, 22 აპრილს, ოძისისა და ჭილურტის საჯარო სკოლებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი გაეცნო.
ჭილურტის საჯარო სკოლის 3 საკლასო ოთახსა და დერეფანში უკვე განახლდა იატაკი, მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა წყლის ავზი, მოიხრეშა სკოლის ეზო და სკოლის შენობაში ამოქმედდა სასმელი წყლის 2 ონკანი.
ხოლო ოძისის საჯარო სკოლის სამივე სართულზე მიმდინარეობს სველი წერტილების, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საჯარო სკოლებში შპს „ნიკა 2016“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0