მცხეთის რაიონში ახალი კოლეჯი ამოქმედდა

11/12/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიანთკარში მცხეთა-მთიანეთი რეგიონში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. დაწესებულებამ ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო და შემოდგომაზე პირველი მიღება განახორციელა. ამჟამად, კოლეჯში აგრარული მიმართულების 3 პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, 2 სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) მიდგომით. ძირითადად, კოლეჯი აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზეა ორიენტირებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ტურიზმისა და საინჟინრო მიმართულების კვალიფიკაციების განვითარება, რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, რის შედეგადაც, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0