მცხეთის მუნიციპალიტეტში 5000 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცემა

11/04/2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ღონისძიებები რეგულარულ რეჟიმში ხორციელდება. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, ხანდაზმულებისთვის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო. ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო პაკეტს 5000 ბენეფიციარი მიიღებს. სოციალურ აქტივობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე შეუერთდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები ბინაზე მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების სასურსათო მარაგების დარიგებაც დასრულდა. ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 ბაღის 2000-ზე მეტი აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო. სოციალურ ღონისძიებებში თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა დაცული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0