მცხეთა-სტეფნწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი

13/12/2016

ცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე თოვის გამო, დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი: მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0