მცხეთა-მთიანეთში სამეწარმეო საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობს

02/05/2020

მცხეთა-მთიანეთში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობა აქტიურად გრძელდება. მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი ე.წ. „მწვანე ზონას“ წარმოადგენს. ამ დრომდე, რეგიონში მცხოვრები არც ერთი მოქალაქის კოვიდ ინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა. შალვა კერესელიძე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. ადგილზე ყველი, კარაქი, მაიონეზი და სხვადასხვა სახის სოუსი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ბაზარზე ხდება. საწარმოში დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. შალვა კერესელიძე პერსონალსაც გაესაუბრა და მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინა. ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საწარმოს თანამშრომლები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა ეკონომიკური საქმიანობა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, შეუფერხებლად განხორციელდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0