მცხეთა-მთიანეთი პროექტს “სპორტი+სკოლა+პოლიცია” უმასპინძლებს

05/07/2016

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის UEFA-ს ფონდი „ბავშვები ერთად“, ორგანიზაციებთან „Street Football World“ და „OFFS საქართველო“-სთან კოორდინაციით, ახალ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტს “სპორტი + სკოლა + პოლიცია” საქართველოს სახვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ანხორციელებს.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ორგანიზატორებთან შეხვედრისას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამომავლოდ რეგიონალური კოორდინატორები შეარჩევენ და მოამზადებენ მოხალისეებს, რომლებიც სხვადსხვა სპორტულ ღონისძიებებს ჩაატარებენ.
“სპორტი + სკოლა + პოლიცია” უეფა-ს ბავშვთა ფონდის მიერ ფინანსდება. მხარდამჭერები იუსტიციის, სპორტის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები არიან. პროექტი “სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების” კონცეფციას ეფუძნება, ხოლო მიზანია სპორტულ აქტივობების მეშვეობით მოზარდთა დანაშაულის პრევენცია ადრეულ ასაკში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსი რომა შოთაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0