მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14/03/2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან, რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები განიხილა, საუბარი შეეხო სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რომელსაც თითოეულ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
მხარეებმა განიხილეს შიდა თუ ცენტრალურ გზებზე, ასევე ტურისტულად აქტიურ ადგილებზე დასუფთავებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან შეხვედრაზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორმა კოტე ამირეჯიბმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც მიდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება საქართველოს 25 წლიან დამოუკიდებლობის ისტორიაში არის ყველაზე მასშტაბური , პროგრამაში საქართველოს 2200 სკოლიდან ჩართულია 1400 -ზე მეტი და მონაწილეობას 80 000 -მდე ბავშვი მიიღებს. ღონისძიების მიღმა დარჩენილი მცირეკონტიგენტიანი სკოლების ჩართულობის საკითხი განიხილება და სავარაუდოდ ყველა მათგანს სექტემბრის თვიდან შესაძლებლობა ექნება სპორტულ შეჯიბრებების მონაწილე გახდეს.
პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მეტი ბავშვის ჩართვა სპორტულ აქტივობებში.
კოტე ამირეჯიბის თქმით სხვადსხვა სპორტის ფედერაციები გადაამზადებენ პედაგოგებს, პროგრამა უახლოეს მომავალში დაიწყება, რაც ადგილზე კვალიფიციურ სპეციალისტებსა და კადრებს გააჩენს. ამასთან კვარტალში ერთხელ გამოვა ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც აისახება სქართველოს მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ბავშვთა სასკოლო სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0