მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა აღინიშნა

09/09/2018

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი. აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

“დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია – ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ერთის მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში” – განაცხადა შალვა კერესელიძემ

დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება. ჩატარდა ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტულ-გასართობი აქტივობები. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები დაესწრნენ. დღის ბოლოს კი გალაკონცერტი გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0