მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება გრძელდება.

27/04/2019

პროგრამის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ირაკლი ცქიტიშვილთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდა და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ზარალის ანაზღაურებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა ვაზის კულტურაზე 50 %-ს, დანარჩენი კულტურების შემთხვევაში კი 70%-ს შეადგენს. დაზღვევის პოლისი სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვის სადაზღვევო რისკებს ფარავს.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰექტარი (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს 30 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში, 2014-2018 წლებში, გაცემულია 200 პოლისი. დაზღვეულია 1 673 457 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა, ჯამში 297 ჰექტარი მიწის ფართობი.
პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.

ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმული: http://apma.ge/projects/read/agroinsurance/4:parent

Tweet about this on TwitterShare on Facebook0