მეორე მსოფლიო ომიდან, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 71 წელი გავიდა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის დროს დაღუპული გმირები გაიხსენა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გვირგვინით შეამკო დაღუპულთა მემორიალები და 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 და მარჩენალდაკარგულებს 300 ლარიანი დახმარება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად ფულადი თანხა გადაეცემათ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული 1945 წლიდან აღინიშნება.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 9 მაისი აღინიშნა
09/05/2016