მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული ნაღვარევის მოსახლეობას შეხვდა

08/06/2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის მოსახლეობას მხარის რწმუნებული დუშეთის მერთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად შეხვდა,ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლებისგან იმ პრობლემებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ აწუხებთ,ადგილობრივებმა ერთ-ერთ ასეთ პრობლემად სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მშენებლობა დაასახელეს,ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს,რომ მშენებლობა უკანონოა და კომპანიამ ობიექტზე სამუშაოები უნებართვოთ დაიწყო,ნაღვარევის მცხოვრებლებმა დღეს მხარსს რწმუნებულისგან მიიღეს პირობა, რომ ამ ტერიტორიაზე მათი ნებართვის გარეშე არანაირი მშენებლობა არ მოხდება. ცნობისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არცერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0