მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მეფრინველეობის ფაბრიკა დაათვალიერა

13/05/2016

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, ი/მ „ელგუჯა ნოზაძე“ -ის მეფრინველეობის ფაბრიკა დაათვალიერა.
კომპანია 1995 წლიდან ფუნქციონირებს, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, ქათმის ხორცის სხვადსხვა სახეობით ადგილობრვ ბაზარს ამარაგებს და დასაქმებულია 36 მოქალაქე, აქედან უმრავლესობა ადგილობრივია.
ი/მ „ელგუჯა ნოზაძე“ -ის მეფრინველეობის ფაბრიკა, ქვეყნის მასშტაბით არაერთ სოციალურ, კულტურულ და სპორტულ პროექტებშია ჩართული.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია კერძო ბიზნესის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი ფატორია რეგიონისა და ქვეყნისთვის წინსვლისთვის.
სამთავრობო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობისთვის, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0