მცხეთაში სოკოს ბრიკეტების საწარმომ HACCP სერთიფიკატი მიიღო

16/06/2017

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოკოს ბრიკეტების საწარმო შპს „ქართული სოკო“ შეიქმნა 2016 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს ნედლეულს ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან, მაგრამ ასევე ხდება იმპორტის დახმარებითაც მისი შეძენა. დასაქმებული ყავს 45 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 120 000 სოკოს ბრიკეტს (2000 ტონა კომპოსტს), რომლიდანაც შესაძლებელია 500 ტონა სოკოს წარმოება. ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე. 2017 წლის ივნისში, ფრანგულმა კომპანიამ „BUREAU VERITAS“-მა შპს „ქართულ სოკოს“ მიანიჭა HACCP სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% – USAID/REAP, 30% – სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას. მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ქართული სოკო“-ს პროდუქციის სანდოობის ხარისხი გაიზრდება, რაც გაამარტივებს ურთიერთობას ადგილობრივ სავაჭრო ქსელებთან და დაეხმარება პროდუქციას გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე. USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 15 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0