მცხეთაში სამხარეო რეფერალური კლინიკა გაიხსნა

11/03/2017

მცხეთაში გაიხსნა სამხარეო რეფერალური კლინიკა, რომელიც მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას. კლინიკა გათვლილია 100 საწოლზე. კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ამბულატორიული ასევე სტაციონარული მომსახურება, როგორც მოზრდილთათვის ასევე ბავშვებისათვის. მცხეთის სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებით და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0