მცხეთაში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა

17/05/2024

ქალაქ მცხეთაში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, თვითმმართველობასთან და სასულიერო პირებთან ერთად, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათზე შეიკრიბა, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაემართა.
მსვლელობაში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ სამღვდელოებამ სვეტიცხოველში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0