მცხეთაში ახალი კულტურის ცენტრი გაიხსნა

14/06/2017

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო,ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.
2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
მცხეთაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი მოიცავს 2 საცურაო აუზს და დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს. მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0