საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ჩაის ფართობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და ჩამოყალიბების პროცესშია ჩაის კოოპერატივები.
შპს „მილმარტი,“ (შემოქმედის ჩაი) „ნათურათი პროდუქტი“ (გურიანთის ჩაი) და სხვა მცირე საწარმოები უკვე მზად არიან პირველი ნედლეულის მისაღებად.
სოფელ სილაურში (ნასკირალის დასახლება) დაიწყო ჩაის შერჩევითი კრეფა. სილაურში მოქმედ კოოპერატივში დასაქმებულ ფერმერებს ოზურგეთის მუნიციალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობს განვითარების სამსახურის უფროსი – გიორგი ხარაბაძე და „მილმარტის“ დირექტორი – ირაკლი ღლონტი შეხვდნენ.
„ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურმა შეიმუშავა პროექტი „ ჩაის დარგის რეაბილიტაციის შესახებ.“ მიმდინარე წელს პირველად, ბოლო წლების მანძილზე, ჩაის დარგის აღორძინებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. გაფორმდა ხელშეკრულება ჩაის დარგში დასაქმებულ ფერმერებსა და შემოქმედის ჩაის ფაბრიკის დირექტორს შორის, რომლებიც მიმდინარე სეზონზე ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მიღებული პროდუქციის ერთიანი ნიშნით ბაზარზე გასატანად სხვადასხვა კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, მეჩაიეობის დარგში დასაქმებულ ფერმერების და ბიზნესმენებისა ფინანსურ აქტივებს,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობს განვითარების სამსახურის უფროსმა – გიორგი ხარაბაძემ.
მცირე ჩაის ფაბრიკები სეზონს მომზადებული ხვდებიან
21/04/2016