„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“

18/03/2016

თიანეთის მუნიციპალიტეტში „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“- ს განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულ პროექტში შ.პ.ს „მექანიზატორსა“ და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩეკურაანთგორი, ზარიძეები და სიმონიანთხევი, ტექნიკის კერძო მესაკუთრეები ჩაერთვნენ და 2016 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე (აგროვადების დაცვით) მომსახურებას 1219 ბენეფიციარს გაუწევენ. საერთო ჯამში კერძო ტექნიკის მომსახურებით მუნიციპალიტეტში 1069 ჰა მიწის ფართობი მოიხვნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0