პარლამენტმა პირველი მოსმენით 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის ობიექტებზე მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ. ცვლილებების მიხედვით, ასევე, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება. 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის შეუფერხებლად განხორციელდება. კოდექსში შესატან ცვლილებებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით ისაუბრა. მანვე კოლეგებს კოდექსიდან გამომდინარე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც გააცნო.
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ
05/10/2022