მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ

Saturday December 10th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა. მინისტრის მოადგილესთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0